Free hosting service
 
სამომხმარებლო შეთანხმება
  1. სამომხმარებლო შეთანხმების საგანი
    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება site.ge-ზე! site.ge გთავაზობთ თავის მომსახურებას იმ პირობებით, რომლებიც წარმოადგენს ამ სამომხმარებლო შეთანხმების საგანს. შეთანხმება შეიძლება შეცვლილი იქნას site.ge-ს ადმინისტრაციის მიერ სპეციალური შეტყობინების გარეშე, და იგი ძალაში შევა მისი გამოქვეყნებიდან 5 დღეში, თუ არ იქნა გათვალისწინებული სხვა ახალი რედაქცია.

  2. მომსახურებათა აღწერილობა
    site.ge გთავაზობთ ონ-ლაინ მომსახურაბათა ფართო სპექტრს. ამ მომენტისათვის არსებული ყველა მომსახურება, ასევე ყველა ჩვენს მიერ დამატებული მომსახურეობა და განვითარება წარმოადგენს ამ შეთანხმების საგანს. თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით იმას, რომ site.ge –ს მომსახურებები არის ისეთი როგორიც არის და რომ site.ge არ აგებს პასუხს არანაირ შეფერხებაზე, ინფორმაციის არასწორ ან დაგვიანებულ მიწოდებაზე, რაიმე პირადი სამომხმარებლო ინფორმაციის წაშლასა თუ შეუნახავობაზე. იმისათვის, რომ თქვენ ისარგებლოთ site.ge-ს სამომხმარებლო სამსახურებით, თქვენ გჭირდებათ მხოლოდ კომპიუტერი და ინტერნეტი (WWW). არცერთი საკითხი, რაც დაკავშირებულია ქსელში ჩართვასთან, ამისათვის შესაბამისი მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენასთან არ წარმოადგენს ამ შეთანხმების საგანს და გადაწყვეტილ უნდა იქნას თქვენს მიერ. გარდა ამისა site.ge –ს ზოგიერთ მომსხურებაში შეიძლება განთავსებული იყოს ინფორმაცია უფროსებისათვის. ეს სამომხმარებლო შეთანხმება, რეკომენდაციას აძლევს პირებს, რომლებსაც არ მიუღწევიათ 18 წლისათვის თავი შეიკავონ ამ ინფორმაციის მოპოვებისაგან.

  3. თქვენი რეგისტრაციასთან დაკავშირებული ვალდებულებები
    იმისათვის, რომ ისარგებლოთ site.ge –ს მომსახურეობებით, თქვენ ეთანხმებით მოგვაწოდოთ თქვენს შესახებ მართალი, ზუსტი და სრული ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მოყვანილია რეგისტრაციის ფორმაში. თუ თქვენ გვაწოდებთ არასწორ ინფორმაციას, ან site.ge –ს აქვს სერიოზული საფუძველი დაასკვნას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არასწორია, არასრულია ან არ არის ზუსტი, site.ge –ს აქვს უფლება შეაჩეროს ან გააუქმოს თქვენი რეგისტრაცია და უარი გითხრათ თავის მომსახურებაზე.

  4. თქვენი რეგისტრაცია, პაროლი და უსაფრთხოება
    რეგისტრაციის პროცესის დამთავრებიდან 24 საათში თქვენ მიიღებთ ლოგინს და პაროლს site.ge –ს სხვადასხვა მომსახურეობებისათვის. თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას თქვენი ლოგინისა და პაროლის უსაფრთხოებაზე და ასევე ყველაფერზე, რაც შეიძლება მოხდეს site.ge –ზე თქვენი ლოგინისა და პაროლის მეშვეობით. site.ge –ს აქვს უფლება აკრძალოს ან ამოიღოს ბრუნვიდან ცალკეული ლოგინები. თქვენ ეთანხმებით იმას, რომ დაუყოვნებლად უნდა შეატყობინოთ site.ge –ს ადმინისტრაციას არაავტორიზებული (თქვენი ნებართვის გარეშე) შესვლის შესახებ თქვენი ლოგინითა და პაროლით, ასევე უსაბრთხოების დარღვევის შესახებ. site.ge არ არის პასუხისმგებელი თქვენი ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, რომელიც შეიძლება მოხდეს თქვენს მიერ ამ პუნქტის დარღვევის შედეგად.

  5. დარეგისტრირებული მომხმარებლის ქცევის წესები
    თქვენ აცნობიერებთ და აღიარებთ, რომ ნებისმიერ ინფორმაციაზე, მონაცემებზე, ტექსტებზე, პროგრამებზე, მუსიკაზე, ფოტოგრაფიებზე, ვიდეო და სხვა მასალებზე ("კონტენტზე"), რაც საერთო მოხმარებისათვის იქნება გამოფენილი, პასუხისმგებელია ის პირი, რომელმაც ეს კონტენტი შექმნა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ და არა site.ge აგებთ პასუხს იმ კონტენტზე, რომელსაც ტვირთავთ, აგზავნით, გადასცემთ ან რაიმე სხვა გზით ხდით საერთო ხელმისაწვდომს site.ge –ს სამსახურების საშუალებით. site.ge არ აკონტროლებს კონტენტებს, რომლებიც მისი სამსახურების საშუალებით გადაიცემა და შესაბამისად არ იძლევა გარანტიას ამ კონტენტის სიზუსტესა და ხარისხზე. თქვენ აცნობიერებთ, რომ site.ge –ს გამოყენებისას შეიძლება შეგვხდეთ კონტენტი, რომელიც შესაძლებელია იყოს შეურაცმყოფელი, არაკეთილსინდისიერი ან სადაო და რომ site.ge არავითარ შემთხვევაში არ აგებს პასუხს კონტენტზე, რომელიც მისი მომსახურების მომხმარებლის მიერ ან სხვა ნებისმიერი ინტერნეტ მომხმარებელის ან პროგრამისტების მიერ არის შექმნილი.

    თქვენ თანახმა ხართ არ გამოიყენოთ site.ge –ს სამსახურები შემდეგი მიზნებისათვის და რომ აკრძალულია:
    - იმ კონტენტების ჩატვირთვა, გაგზავნა, გადაცემა ან სხვა სახით განთავსება, რომლებიც არის არაკანონიერი, მუქარის შემცველი, შეურაცმყოფელი, რომლებიც არღვევს საავტორო უფლებებს, პროპაგანდას უწევს რასობრივ, რელიგიურ, სქესობრივ, სოციალურ დისკრიმინაციას და აღვივებს შუღლს, შეიცავს შეურაცყოფას კონკრეტული პირებისა და ორგანიზაციების მიმართ;
    - არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევა და მათთვის ნებისმიერი ფორმით ზიანის მიყენება;
    - უმცირესობათა უფლებების შევიწროვება;
    - იმ კონტენტების ჩატვირთვა, გაგზავნა, გადაცემა ან სხვა სახით განთავსება, რომლებზეც თქვენ არ გაგაჩნიათ უფლება გახადოთ საჯარო საქართველოს კანონმდებლობით, ან რომელიმე ხელშეკრულებით;
    - იმ კონტენტების ჩატვირთვა, გაგზავნა, გადაცემა ან სხვა სახით განთავსება, რომლებიც ეხება რაიმე პატენტს, სავაჭრო ნიშანს, კომერციულ საიდუმლიებას ან არღვევს მესამე მხარის საავტორო უფლებებს.
    - იმ კონტენტების ჩატვირთვა, გაგზავნა, გადაცემა ან სხვა სახით განთავსება, რომლებზეც არ არის გაცემული სპეციალური ნებართვა site.ge –ს ადმინისტრაციის მიერ და შეიცავენ მესამე მხარის სარეკლამო ინფორმაციას, სპამს(მათ შორის საძიებო), უცხო ელექტრონულ მისამართებს, ინტერნეტ გამომუშავებისა და e-meil ბიზნესს.
    - იმ კონტენტების ჩატვირთვა, გაგზავნა, გადაცემა ან სხვა სახით განთავსება, რომლებიც შეიცავენ ვირუსებსა და სხვა კომპიუტერულ კოდებს, ფაილებს და პროგრამებს, რომლებიც განსაზღვრულნი არიან პროგრამების, კომპიუტერებისა და ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობათა ფუნქციონალური შეზღუდვის, დარღვევისა თუ განადგურებისათვის. ასევე კომერციული პროგრამული პროდუქტების სერიული ნომრების, კოდების, ლოგინების, პაროლების ან სხვა რაიმე ინფორმაციის გამოქვეყნება, რაც ხელს შეუწყობს ინტერნეტის ფასიან რესურსებში არასანქცირებულ ხელმისაწვდომობას, აგრეთვე ზემოთაღნიშნულ ინფორმაციაზე ლინკების განთავსება;
    - მესემე პირთა შესახებ ინფორმაციის შეგროვება და შენახვა;
    - მესამე პირების ქსელში ნებისმიერი სახით წარმომადგენლობა;
    - საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების შეგნებული დარღვევა;
    - site.ge –ს ვებ-საიტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის მცდელობა.

    თქვენ აღიარებთ, რომ site.ge არ არის ვალდებული შეამოწმოს ყოველი კონტენტი განთავსების წინ, ასევე, როგორც site.ge –ს აქვს უფლება (არა ვალდებულება) თავის შეხედულებისამებრ უარი გითხრათ ან წაგიშალოთ ნებისმიერი კონტენტი, რომელიც ხელმისაწვდიმი იქნება site.ge –ს რომელიმე სამსახურისეთვის. თქვენ ეთანხმებით, რომ თვითონ უნდა შეაფასოთ ყველა რისკი რაც დაკავშირებულია კონტენტის გამოყენებასთან ამ კონტენტის საიმედოობის, სრულყოფის და სარგებლობის შეფასების ჩათვლით.

  6. site.ge –ზე რეგისტრაციის გამოყენების უფლება
    თქვენ თანახმა ხართ არ გაიმეოროთ, არ გაუკეთოთ კოპირება, არ გაყიდოთ ან არ გადაყიდოთ, ასევე არ გამოიყენოთ კომერციული მიზნებისათვის site.ge –ს სამსახურები ან მათი რომელიმე ნაწილი იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ასეთ ნებართვას site.ge იძლევა. site.ge –ზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენ გეძლევათ რეგისტრაცია (ლოგინი და პაროლი) რომელიც არ ექვემდებარება მესამე პირებზე გადაცემას site.ge –ს წერილობითი თანხმობის გარეშე. site.ge არ არის პასუხისმგებელი არანაირ ხელშეკრულებაზე თქვენს და მესამე პირს ან პირებს შორის.

  7. თუ თქვენ სარგებლობთ site.ge –ს უფასო ჰოსტინგით, თქვენ ასევე ეთანხმებით შემდეგ პირობებს:

    1. site.ge იტოვებს უფლებას დაიტოვოს თავის განკარგულებაში ნებისმიერი სუბდომენი, რომელიც შედის site.ge –ში. აგრეთვე site.ge –ს აქვს უფლება თავისი შეხედულებისამებრ და წინასწარი შეტყობინების გარეშე გამოიყენოს "უმაღლესი დონის დომენი"-ს უფლებამოსილება ნებისმიერი სუბდომენის მიმართ და ასეთ სუბდომენი თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გადასცეთ მმართველობაში site.ge –ს.

    2. site.ge –ს აქვს უფლება განათავსოს თქვენს საიტზე სარეკლამო ბანერი ან ნებისმიერი სხვა სარეკლამო ინფორმაცია რა თქმა უნდა თქვენი საიტის დიზაინისა და ინფორმაციული სტრუქტურის დარღვევის გარეშე. ასეთი ინფორმაციის ფორმა და შინაარსი site.ge –ს მიერ დროდადრო შეიძლება შეცვლილი იქნას.

    3. site.ge –ს უფასო ჰოსტინგით სარგებლობისას აკრძალულია:
    - ვებ-გვერდების გამოყენება მხოლოდ სხვა საიტზე გადასასვლელი ლინკისათვის;
    - ისეთი მასალებისა და ინფორმაციის გავრცელება და განთავსება, რომელზეც არ გაგაჩნიათ შესაბამისი კანონიერი უფლება;
    - ისეთი ფარული გვერდების ან ფაილების შექმნა, სადაც შესვლა შეუძლებელი იქნება მოცემული საიტიდან;
    - პორნოგრაფიის, საბავშვო ეროტიკის და ინტიმური მომსახურეობის განთავსება და პროპაგანდა;
    - ვებ გვერდების ჩატვირთვა, გაგზავნა, გადაცემა ან სხვა სახით განთავსება, რომლებიც ხელს შეუწყობენ ნაციონალური დაპირისპირებას, ძალადობას, ცხოველებისადმი არაადამიანურ მოპყრობას, არაკანონიერ ქმედებებს, მოუწოდებენ და ასწავლიან ფეთქებადი საშუალებების ან ნებისმიერი სხვა იარაღის გამოყენებას;
    - ვებ გვერდებზე ან ფაილებზე შესვლის შეზღუდვა პაროლის ან სხვა საშუალებით;
    - პორნოგრაფიისა და საბავშვო ეროტიკის განთავსება და პროპაგანდა;
    - ისეთი არქივებისა და ფაილების განთავსება site.ge-ს უფასო ჰოსტინგზე, რომელთა საერთო მოცულობა 3 მეგაბაიტზე მეტია, ხოლო site.ge-ს საფოსტო ყუთში ისეთი არქივებისა და ფაილების გაგზავნა ან მიღება რომელთა საერთო მოცულობა 3 მეგაბაიტზე მეტია, (ამ შემთხვევაშიც მრავალტომიანი არქივიც ერთ ფაილად ითვლება);
    - აკრძალულია site.ge –ს მერ ვებ-გვერდზე განთავსებული ინტერფეისის ან ოპერატიული შესაძლებლობების, მართვის პანელების, ფონების, ლოგოგრამების და ბანერების ნებისმიერი დარღვევა. ამასთან, თუ site.ge –ს მიერ თქვენს გვერდზე განთავსებული რომელიმე სტანდარტული ბანერი არ აისახება ან აისახება ნაწილობრივ თქვენს საიტზე თქვენი გვერდის კოდის რაიმე განსაკუთრებულობის გამო, თქვენ ვალდებული ხართ შეცველოთ ეს კოდი, რათა მოხდეს ამ ბანერის ნორმალური წარმოჩენა, ან ხელით შეიყვანოთ site.ge –ს მიერ შემოთავაზებული საბანერო კოდი;
    - თქვენს საიტზე ინტელექტუალური ან სხვა საკუთრების ისეთი ობიექტების განთავსება, რომლებზეც გაფორმებულია შესაბამისი საავტორო ან სხვა უფლებები, თუ თქვენ არ გაქვთ ასეთი ობიექტების განთავსების უფლება საკუთრების მფლობელისაგან.

  8. საერთო მდგომარეობები მოხმარებისა და შენახვის შესახებ
    თქვენ აღიარებთ, რომ site.ge –ს შეუძლია შემოიღოს ნებისმიერი შეზღუდვა თავის სამსახურების გამოყენებაზე, მათ შორის საფოსტო გზავნილების შენახვის ვადაზე, დისკური სივრცის ან საფოსტო გზავნილის მაქსიმალურ ზომაზე და ა.შ. site.ge –ს უფლება აქვს შეზღუდოს ავტომატური მიმართვა თავის ნაბისმიერ მომსახურებაზე. site.ge –ს შეუძლია გაუგზავნოს საინფორმაციო შეტყობინებები თავის მომხმარებლებს. site.ge არ არის პასუხისმგებელი არანაირ შეფერხებაზე, არასწორ ან ინფორმაციის უდროო მიწოდებაზე. თქვენ ეთანხმებით, რომ site.ge –ს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია ამოიღის თავისი მომხმარებლების სიიდან ისინი, ვინც დიდი ხნის მანძილზე არ იყენებენ ამა თუ იმ მომსახურებას. თქვენ ასევე ეთანხმებით, რომ site.ge –ს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს შემოიღოს ესა თუ ის შეზღუდვა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების ან შეტყობინების გარეშე.

  9. რეგისტრაციის შეწყვეტა
    თქვენ ეთანხმებით, რომ site.ge იტოვებს უფლებას შეწყვიტოს თქვენი ლოგინისა და პაროლის მოქმედება ნებისმიერ თავის მომსახურებაზე და წაშალოს ნებისმიერი კონტენტი, რომელიც არ იქნება შესაბამისობაში ამ სამომხმარებლო შეთანხმებასთან ან არ იქნება გამოყენებული დიდი დროის მანძილძე. კერძოდ:
    - თქვენი საფოსტო ყუთი შეიძლება გაუქმდეს თუ თქვენ მას არ ხმარობთ 6 თვეზე მეტ ხანს;
    - თქვენი საიტი site.ge –ს უფასო ჰოსტინგზე შეიძლება გაუქმებული იქნას, თუ 6 თვის მანძილზე მასზე არ იქნა არცერთი შესვლა და კონტენტის განახლება.
    - site.ge –ს შეუძლია ნებისმიერ დროს დახუროს თავისი ნებისმიერი მომსახურება ამის შესახებ წინასწარი შეტყობინების გარეშე. site.ge არ არის აგრეთვე პასუხისმგებელი თავის მომსახურეობების შეწყვეტაზე ან დროებით შეჩერებაზე.

  10. ლინკები
    site.ge –ს სამსახურებს შეიძლება ჰქონდეს ლინკები სხვა რესურსებზე. თქვენ აღიარებთ, რომ site.ge არ არის პასუხისმგებელი ამ რესურსების ხელმისაწვდომობაზე და მათ კონტენტზე, ასევე ნებისმიერ შედეგზე რომელიც შეიძლება დადგეს ამ რესურსების გამოყენებისას.

  11. site.ge –ს საკუთრების უფლება
    თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით იმას, რომ site.ge –ს ყველა მომსახურება და ყველა მათთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფა და კონტენტი წარმოადგენს site.ge –ს საკუთრებას და დაცულია კანონით საავტორო უფლებების შესახებ, სავაჭრო ნიშნის შესახებ, პატენტის შესახებ და სხვა საერთაშორისო კანონებით. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამაზე site.ge –ს სპეციალური ნებართვაა გაცემული, თქვენ თანახმა ხართ არ გაუკეთოთ მოდიფიცირება, არ გაყიდოთ და არ გაავრცელოთ, არ გადასცეთ მესამე პირებს ეს კონტენტები ნაწილობრივ ან მთლიანად.

  12. გარანტიები
    თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით იმას, რომ სარგებლობთ site.ge –ს ყველა მომსახურებით თქვენი რისკის ქვეშ. მომსახურებები არის ისეთი როგორიც არის და რომ site.ge არ აგებს პასუხს:
    - არანაირ შეფერხებაზე, ინფორმაციის არასწორ ან დაგვიანებულ მიწოდებაზე, რაიმე პირადი სამომხმარებლო ინფორმაციის წაშლასა თუ შეუნახავობაზე.
    - site.ge –ს მომსახურეობით სარგებლობისას, თქვენ და არა site.ge –ს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ კონტენტებით სარგებლობისას, რომლებმაც შეიძლება მიაყენოს პროგრამული ან სხვა რაიმე ზიანი თქვენს კომპიუტერს.
    - site.ge არ არის პასუხისმგებელი იმ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზარალზე, რომელიც შეიძლება მოგადგეთ: მომსახურეობის გამოყენების ან მისი გამოყენების შეუძლებლობის შედეგად; თქვენს კომუნიკაციებში არასანქცირებული შეღწევის შედეგად; მესამე პირების მიერ მომსახურებებში ნებისმიერ განცხადების ან მოქმედების შედეგად.

  13. საერთო ინფორმაცია
    ეს სამომხმარებლო შეთანხმება წარმოადგენს იურიდიულად ურთიერთვალდებულ ხელშეკრულებას თქვენს (site.ge –ს მომსახურეობით მსარგებელს) და site.ge –ს შორის. შესაბამისი ხელშეკრულებით თქვენ შეიძლება დაგეკისროთ დამატებითი ვალდებულება, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა მომსახურებების გამოყენებასთან, ასევე კონტენტთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან რომელიც მესამე პირებს ეკუთვნით.
    - თქვენ და site.ge ეთანხმებით, რომ რომ ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.
    - არცერთი პუნქტი ამ სამომხმარებლო შეთანხმებაში არ შეიძლება აღქმული იქნას როგორც ერთობლივი მოღვაწეობა, ამხანაგობა, პირადი დაქირავება ან ნებისმიერი სხვა სახის ერთობლივი ქმედება.
    - site.ge-ს მხრიდან უმოქმედობა თქვენს მიერ ამ სამომხმარებლო შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, არ ნიშნავს რომ site.ge არ დაიცავს თავის ინტერესებს მოგვიანებით ან მაშინ, როდესაც ამას მიიჩნევს მიზანშეწონილად. ეს ასევე არ ნიშნავს რომ ამ სამომხმარებლო შეთანხმების დარღვევის სხვა მსგავსი შემთხვევა დარჩება რეაგირების გარეშე.

    ამ ხელშეკრულების ვარიანტი მუდმივად ინახება მისამართზე: shetanxmeba.php
    შედგენილია 29.09.2004 წელს